თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის ისეთი მარტივი ელემენტების გაუმჯობესებასაც კი, როგორიც არის პლინტუსი. ბაზარზე კლასიკური პლინტუსის მრავალ სახეობასთან ერთად დღეს ასევე იყიდება ორიგინალური, მაღალტექნოლოგიური დაფარული პლინტუსი, რომელიც მთლიანად ერწყმის კედელს. ნებისმიერი პლინტუსის მთავარი დანიშნულებაა კედლებისა და იატაკის კუთხის დაფარვა. ის ხელს უშლის კედლის დაზიანებას, იცავს მას დაბინძურებისგან და ვიზუალურად მიმზიდველია, რადგან კედლის შეერთების ტექნიკურ ადგილს ფარავს. მაგრამ დაფარული პლინტუსი თავისი წყობის შედეგად ასრულებს ასევე არა ერთ დამატებით ფუნქციას. მაგალითად:
• მალავს კომუნიკაციებს
• საშუალებას იძლევა შევქმნათ ორიგინალური განათება ინტერიერში
• ფარული პლინტუსი ასრულებს საყრდენის ფუნქციას დეკორატიული პანელებისთვის ან თაბაშირ მუყაოსთვის
• იძლევა ფარული კარების სწორად მონტაჟის შესაძლებლობას
არსებობს სტანდარტული (კედელზე მისამაგრებელი) და დაფარული მონტაჟის პლინტუსი. ეს უკანასკნელი პირველისგან განსხვავებით, კედელშივე მონტაჟდება და შედეგად, ერთიანი, სწორი ზედაპირი მიიღება. ფარული პლინტუსი შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან: ალუმინის პროფილი და დეკორატიული ჩანართი. პროფილი რემონტის დროს კედელში თავსდება. დეკორატიული ფიცარი მზადდება სხვადასხვა მასალისგან: ალუმინი, MDF-ი, პლასტმასი და ნატურალური ხე. ინსტალაციის დასრულების შემდეგ, ფიცარი ფიქსირდება პროფილის ღარში.
სტანდარტულისგან განსხვავებით, დაფარული პლინტუსის მონტაჟის პროცესიც განსხვავებულია და დამატებით სხვა ოპერაციებს საჭიროებს. მაგალითად, ჩვეულებრივი პლინტუსის შემთხვევაში, პლინტუსის კედელზე მიკვრა ხდება რემონტის დასრულების, სამღებრო სამუშაოებისა და იატაკის დაგების შემდგომ. დაფარული პლინტუსის შემთხვევაში კი სანამ სამღებრო სამუშაოები და იატაკი გაკეთდება, კედელი მთელ სიგრძეზე იჭრება, ილესება სპეციალურ შაბლონში და პლინტუსის მონტაჟი სამღებრო სამუშაოების შემდგომ კეთდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცედურა დამატებით ორ ოპერაციას საჭიროებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაფარული პლინტუსის მონტაჟი, შესაძლებელია ნებისმიერი გალესილი კედლის შემთხვევაში, გარდა ბეტონისა, რადგან მისი მოჭრა შეუძლებელია და ასევე არასასურველია კონსტრუქციის დაზიანება. თაბაშირ-მუყაოს შემთხვევაში, კედელი 2 ფილისგან შედგება, ამიტომ აქ სავსებით მისაღებია პლინტუსის გაკეთება. დაფარულ პლინტუსს ახასიათებს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მახასიათებლები.
დადებითი მახასიათებლები:
• ავეჯის განლაგება უფრო კომფორტულია. კედლის ზედაპირიდან გამოწეული ელემენტების არარსებობა ამარტივებს ჩაშენებული ავეჯის მონტაჟს და თავისუფლად მდგომი ნივთების განთავსებას.
• გაწმენდის გამარტივება. მტვერი არ გროვდება პლინტუსზე, ასევე არ გროვდება სიცარიელეში ავეჯისა და კედლის შორის, რომელიც რჩება კლასიკური პლინტუსის შემთხვევაში, რაგდანაც ავეჯი ვერ დგება კედელთან მჭიდროთ.
• განათების ორიგინალური მოწყობის შესაძლებლობა. პროფილში ჩაშენებული განათება ქმნის საინტერესო ეფექტს.
უარყოფითი მახასიათებლები:
• გარკვეული სირთულე ინსტალაციის დროს. დაფარული პლინტუსის მოწყობას ცოდნა სჭირდება. ამიტომაც საჭიროა გამოცდილი ხელოსნის მოყვანა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
• დაფარულ პლინტუსს უფრო მაღალი ფასი აქვს ვიდრე კლასიკურს.
• პროფილების შედარებით მცირე არჩევანი სიმაღლეში.