ინტერიერის დიზაინში ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველის პრინციპით, 2024 წელს დიზაინის სამყარო 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ფერებს მიუბრუნდა და შთაგონებას, სწორედაც რომ ათწლეულების წინანდელ ტენდენციებში მიაგნო. თუკი, მიმდინარე წელს, თქვენი ინტერიერის განახლებას მიჰყოფთ ხელს, მაშინ მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, თუ რომელი ფერები იქნება ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი 2024 წლის, და დიდი ალბათობით, მომდევნო წლების განმავლობაშიც.
ინტერიერის დიზაინერები ვარაუდობენ, რომ 2024 წლის ფერების პალიტრა უფრო მეტად შეივსება ნათელი და მკაფიო ფერებით, როგორებიცაა:
ნარინჯისფერი და ცეცხლოვანი წითელი, სალბის მწვანე, ყინულოვანი ლურჯი. გარდა ამისა, ღია ცისფერიც შეიძლება ერთ-ერთი წამყვანი ფერი გახდეს. ტექსტურებში დომინირებს უხეში და არათანაბარი ზედაპირები ვაბი-საბის სტილში, რაც ინტერიერს ექსპრესიულობას მიანიჭებს და ასევე ბუნებრიობის ტენდენციებს გააძლიერებს.
ინტერიერში როგორც მოგეხსენებათ, ფერები, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გრძნობებსა და განწყობაზე. ცხოვრება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ფერებისგან მიღებული ეფექტი თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვანაირია.
მაგალითად, ერთმა კონკრეტულმა ფერმა შეიძლება რამე გრძნობები გაგახსენოთ, მაგრამ ის სხვა ადამიანს განსხვავებულ მოგონებებსა და შეგრძნებებს მოგვრის.
ინტერიერის დიზაინისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე ფერს, რომლებიც გარკვეული ასოციაციებით, გვიქმნის შესაბამის ატმოსფეროს:
დიზაინში თეთრის ფსიქოლოგიური ეფექტი სისუფთავესთან ასოცირდება. მას ინტერიერში წყნარი, ჰაეროვანი ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენებენ. თეთრი კედლები, ავეჯი ან იატაკი ოთახს ვიზუალურად უფრო ამაღლებს და აფართოებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მისი ყველგან და ყველაფერში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ინტერიერში შავ ფერს, თუ მას ჭკვიანურად გამოიყენებთ, თქვენი ოთახი ელეგანტური და დახვეწილი გახდება. თუ შავ ფერს სინათლეზე ან ნეიტრალური ფონის ფერზე გამოვიტანთ, ყველა შავი ფერის საგანი გამოიკვეთება.
სივრცის დაგეგმარებისთვის ნაცრისფერი ელეგანტურია და ნაკლებ კონსერვატიული. ამ ფერის ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფერთან ერთად გამოიყენება. მაგალითად, ნაცრისფერ-ყვითელი ტანდემი დეპრესიულ ატმოსფეროს ქმნის. განწყობა უფრო ძლიერდება მაშინ , თუ ჩრდილები ყავისფერია. ნაცრისფერის ლამაზი ჩრდილი ღია თეთრ ფერთან ოთახს უკვე ნათელ იერს ანიჭებს. ზედმეტი ნაცრისფერით ოთახი დამღლელი ხდება. რაც შეეხება ყვითელს, ფერებს შორის ის ყველაზე ოპტიმისტურია.
დიზაინში ღია ყვითელი ფერის კედლები ან ჭერი სახლში მზიან ატმოსფეროს შექმნის, მუქი ყვითელი კი – პირიქით. თუ ასეთი ფერის კედლები თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ გამოიყენეთ ის დეკორაციის სახით. ყვითელი ყვავილები, სურათები და აქსესუარები აუცილებლად გაახალისებს თქვენს ოთახს.
სივრცის დაგეგმრებისას წითელი ცეცხლის, ვნების, სიძლიერის ფერია. ის შეიძლება იყოს როგორც თბილი და მაცდური, ასევე ენერგეტიკულიც. ბევრი წითელის გამოყენება, ოთახში ვნების დონეს გაზრდის. ასევე ის გულისცემას აჩქარებს და არა მარტო – ის, მადიანობასაც ზრდის. ამიტომ, თუ ამ უკანასკნელს გაურბიხართ, თქვენ სამზარეულოს წითელი ფერი მოარიდეთ.
ინტერიერის დიზაინში განსხვავებული ეფექტი აქვს იასამნისფერს. ის თქვენს ოთახში მდიდრულ ატმოსფეროს შექმნის. თუ მას მოლურჯო ჩრდილი აქვს, სიწყნარის, მისტიკურობის ეფექტი გარანტირებულია. მოწითალო ჩრდილები კი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.
სივრცის ფერების პალიტრის შერჩევისას ლურჯი ფერის გამოყენება სამუშაო და სამედიტაციო გარემოს ქმნის. ის არეგულირებს გულისცემასა და არტერიულ წნევას. ეს ფერი ხშირად გამოიყენება სივრცის ვიზუალური გაზრდისთვის. ასევე, წითლისგან განსხვავებით, ის აქვეითებს მადას და ამიტომ, ამ ფერს სამზარეულოში ხშირად შეხვდებით.
ინტერიერში რაც შეეხება მწვანე ფერს, მისი გამოყენებით, ოთახში წყნარ ატმოსფეროს შექმნით. მისი ფსიქოლოგიური ეფექტები ლურჯი ფერის იდენტურია. ის ამშვიდებს თვალებს, გონებას. ფერს ხშირად გამოიყენებენ საძინებელ ოთახში თავისი დამამშვიდებელი ეფექტების გამო.