სარემონტო კომპანია

რატომ უნდა ავირჩიოთ სარემონტო კომპანია?

აგვისტო 21, 2023

რატომ უნდა ავირჩიოთ სარემონტო კომპანია  ?

    • გარანტია შესრულებულ სამუშაოზე
    •  წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი სამუშაოების მოცულობა
    • დასრულებული პროექტების ნახვის შესაძლებლობა
    • პროექტის დასრულების გაწერილი ვადები
    •  ფინანსური გამჭირვალობა
    • სარემონტო პროდუქციის შეძენისას უფრო დაბალი ტარიფები
    • სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრი მონიტორინგი
    • იურიდიული პასუხისმგებლობა ხარისხზე, ვადებზე, ფინანსებზე, სახელმწიფო რეგულაციებზე, სამშენებლო ობიექტის ნორმატივებზე

სარემონტო კომპანია ნახაზი

  • გარანტია შესრულებულ სამუშაოზე სარემონტო კომპანია იძლევა გარანტიას გარკვეულ პერიოდზე (6 თვიდან – 3 წლამდე) თუ ამ პერიოდის მანძილზე რაიმე სახის დაზიანება წარმოიქმნა შემსრულებლის (სარემონტო კომპანიის) მიზეზით, მომხმარებელი ღებულობს უფასო სერვისს ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
  • წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი სამუშაოების მოცულობა
    სარემონტო კომპანია წარადგენს, მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებასთან ერთად ხარჯთაღრიცხვას, სადაც დეტალურად ჩაშლილია ყველა ტიპის მომსახურება, პროექტის მოცულობის მიხედვით. მაგალითად აზომვის შემდეგ ზუსტად იცის მომხმარებელმა რამდენი კვ.მ. კედელზე ხდება სამღებრო სამუშაოები, რამდენი ელექტროობის წერტილის მომტაჟი ხდება ობიექტზე. რა დასახელების და ოდენობის სამშენებლო მასალა იხარჯება პროექტზე და ა.შ
  •  დასრულებული პროექტების ნახვის შესაძლებლობა
    სარემონტო კომპანიის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება დასრულებულ პროექტებს. როგორც წესი მათ შესახებ ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის საიტზე, პორტფოლიოში ან/და სოციალურ ქსელებში. ყოველთვის გადაამოწმეთ კომპანიის წარსული საქმიანობა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობით და ხარისხით.
  • პროექტის დასრულების გაწერილი ვადები
    სარემონტო კომპანია ხელშეკრულების დამზადებისას აუცილებლად წერს პროექტის დასრულების ვადებს, ამასთან ერთად სტანდარტულ ხელშეკრულებაში მითითებულია, სანქციები ვადების გადაცილების შემთხვევაში. შესაბამისად, შემსრულებლის პირდაპირი ინტერესია შეასრულოს სარემონტო სამუშაოები დროულად და ხარისხიანად.

    სარემონტო კომპანია ხელები
     
  •  ფინანსური გამჭირვალობა
    სარემონტო კომპანიას ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს გაწეული მომსახურების ფინანსური ანგარიში იმ მომენტისათვის, როდესაც დამკვეთი ითხოვს შესაბამის ინფორმაციას. ეს ეხმარება მომხმარებელს იყოს საქმის კურსში მიმდინარე სამუშაოების გაწეული ხარჯების შესახებ. ამასთან პროექტის მიმდინარეობისას მომხმარებელი ღებულობს გამოყენებული სარემონტო მასალის ხარჯთაღრიცხვას.
  •  სარემონტო პროდუქციის შეძენისას უფრო დაბალი ტარიფები
    სარემონტო კომპანია, როგორც წესი აძლევს მომხმარებელს საშუალებას შეიძინოს სარემონტო მასალები უფრო დაბალი ტარიფით, რადგან  აქვს ფასდაკლება სარემონტო მასალის იმპორტიორ/მწარმოებელ კომპანიებთან უშუალოდ თანამშრომლობს პროდუქციის იმპორტიორთან და “პირველი ხელიდან” იძენს პროდუქტს გადამყიდველის ფასნამატის გარეშე  თავად არის გარკვეული პროდუქციის იმპორტიორი
  •  სამუშაოების მიმდინარეობაზე მკაცრი მონიტორინგი
    სარემონტო კომპანია სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მკაცრ მონიტორინგს აწარმოებს, როგორც მიმდინარეობისას ასევე დასრულების შემდგომ. კონკრეტული ობიექტი მოწმდება დიზაინერის, პროექტ-მენეჯერის, კომპანიის მენეჯმენტის, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შესაბამისი ორგანოს მიერ და მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ ბარდება მომხმარებელს.
  •  იურიდიული პასუხისმგებლობა ხარისხზე, ვადებზე, ფინანსებზე, სახელმწიფო რეგულაციებზე, სამშენებლო ობიექტის ნორმატივებზე
    ზემოთ მოცემული ყველა ინფორმაცია გაწერილია ხელშეკრულებაში, რაც ეხმარება, როგორც მომხმარებელს ასევე სარემონტო კომპანიას მიიღოს თანამშრომლობისგან ის, რისი მოლოდინიც აქვს ურთიერთობის დაწყებისას და რემონტის პროცესს დამღლელი, რთული პროცესიდან აქცევს სისტემატიზირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ მომსახურებად.
    სარემონტო კომპანია ნახაზი2
Posted in Design
ka_GEGeorgian