სარემონტო კომპანია

როგორ ავირჩიოთ ფილა საშხაპე ოთახისთვის

დეკემბერი 24, 2024

იდეალური ფილის არჩევა ხშირად ძალიან რთულია: მაღაზიებში საკმაოდ დიდი არჩევანია სხვადასხვა მწარმოებლისგან, დაწყებული ეკონომიური ვარიანტებიდან და დამთავრებული საკმაოდ ძვირადღირებული ფილებით. დღეს ვეცდებით მოგცეთ რჩევები, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ საშხაპე ოთახისთვის ფილების არჩევისას.

ფილის ადგილზე არჩევა – პირველ რიგში, რეკომენდირებულია ფილა პირადად შოურუმში აირჩიოთ. რადგანმასე შე იძლება შეიგრძნოთ ფაქტურა, გეომეტრია და კიდეების ტიპი, ასევე დაინახოთ თუ როგორ ირეკლავს შუქს. ფოტოსურათები ინტერნეტში ვერ გადმოსცემს ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ყველაზე რთულ ზედაპირებზე, როგორიცაა ბეტონის ან ხის ეფექტით ფილები.

a
ფილაეს არის მოსაპირკეთებელი მასალა

ფილა საშხაპე ოთახში მხოლოდ მოსაპირკეთებელი მასალაა, არა დეკორატიული მასალა. ეს უნდა გახსოვდეთ, რათა არ მოხდეს გადაჭარბება. აქცენტური ფილებით მხოლოდ პატარა ელემენტების გამოყოფაა შესაძლებელი, მაგრამ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული.იმისთვის რომ საშხაპე ოთახის დიზაინის მიანიჭოთ დასრულებული სახე უმჯობესია გამოიყენოთ სანტექნიკის ელემენტები,ავეჯი და სხვა აქსესუარები. რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ ფილების მწარმოებელ ქვეყანას. იტალიური, გერმანული, ესპანური და პორტუგალიური ფილები გამოირჩევა კარგი ხარისხით და თანამედროვე დიზაინით.

s

იატაკზე – კერამოგრანიტი, კედლებზე – კერამიკა რეკომენდირებულია, იატაკზე გამოიყენოთ კერამოგრანიტი. ის უფრო პრაქტიკულია და საიმედო. მისი ვიზუალი ხშირად იმეორებს ბუნებრივი მასალების ეფექტებს: ქვას, ხეს, ბეტონს და ა.შ.

გლუვი და ნახევრად-გლუვი ფილები უკეთესია
შემდეგი ნაბიჯი ფილების არჩევისას არის ტექსტურა. თუ თქვენ არ გაქვთ დიზაინ პროექტი, უმჯობესია აირჩიოთ გლუვი ან ნახევრად-გლუვი ფილები. ასეთი ფილა უფრო მდიდრულად და ბუნებრივად გამოიყურება.

sdf

ღია ფერის ფილები უკეთესია

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საშხაპე ოთახისთვის ფილა იყოს ბუნებრივი ფერის. მკაფიო ასე წოდებული ტოქსიკური ფერები უკვე წარსულში დარჩა. ფერთა პალიტრა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მთავარია, რომ ფერები არ იყოს ძალიან თვალშისაცემი. ბუნებრივია, თეთრი ფილები უკეთ მალავს წყლის წვეთებს და ჭუჭყს კედლებზე. მუქ ფილებს ხშირი მოვლა სჭირდება, მათი გაწმენდა და დამუშავება იქნება აუცილებელი. ყველაზე პრაქტიკული ფერი საშხაპე ოთახისთვის არის მუქი
ნაცრისფერი. სწორად შერჩეული ფაქტურა და კომბინაცია სხვა ფერებთან ძალიან ლამაზ და ეფექტურ შედეგს იძლევა.

dasd

ფერი და ზომები

• მუქი ფერის ფილები არ არის შესაფერისი პატარა ოთახებისთვის, მუქი ფილა სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს.
• დეკორატიული ფილების გამოყენება აქცენტურად ვიზუალურად გაზრდის ოთახს ოთახს.
• ღია ფერის და ნეიტრალური ტონები შესანიშნავია როგორც პატარა, ისე დიდ ოთახებში.
• მუქი და მბზინავი ტექსტურა ხელს უწყობს ელეგანტურობას, მაგრამ პატარა ოთახებში მასეთი ფილის გამოყენება უნდა იყოს დაყვანილი მინიმუმამდე.

ფილების ზომა
თანამედროვე აბაზანის მისაღებად რეკომენდირებულია აირჩიოთ კვადრატული ფილები ზომით 60×60 სმ. და მეტი. მცირე ზომის ვარიანტები შეიძლება გამოვიყენოთ აქცენტებად.
ფილის ზომა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს აბაზანის ზომებს. სტანდარტულად, ფილების გამოყენება მოითხოვს 2-3 ფილას კედლის სიგრძეზე. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კედლების ზომებს.

ამ რჩევების გამოყენებით თქვენ მიიღებთ თანამედროვე და მდიდრულ აბაზანას საინტერესეო დიზაინით.

 

uj

 

Posted in Uncategorized
ka_GEGeorgian