კომერციული ფართის რემონტი მოითხოვს სტრატეგიულ და დეტალურად დაგეგმილ მიდგომას. საცხოვრებელი პროექტებისგან განსხვავებით,
კომერციული სივრცის განახლება დაკავშირებულია უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებთან, რეგულაციებთან და ბიზნესის სპეციფიკურ მოთხოვნებთან.
ყოველი გადაწყვეტილება უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიანობას, საიმედოობას და მაღალი დატვირთვის პირობებში გამძლეობას. ჩვენ ამოცანა ასეთი ტიპის პროექტის შესრულებისას არის, როგორც ტექნიკური ასევე ესთეტიური კუთხით პროექტის გამართვა და შემდგომ ამ პროექტის შესრულება.
კომერციული რემონტის მიზანია არა მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ სივრცის ოპტიმიზაცია ბიზნესის ზრდისთვის და ბრენდის გაძლიერებისთვის. ეს არის სპეციალიზებული პროცესი, რომელიც საჭიროებს გამოცდილებას, ზუსტ დაგეგმვას და შეუფერხებელ შესრულებას.
ოფისის დაგეგმარება და რემონტი მოითხოვს სტანდარტებს, რომლებიც სხვა კომერციული ობიექტებისგან განსხვავდება.
ოფისს სჭირდება კომფორტული და ფუნქციური გარემო, რათა თანამშრომლებმა პროდუქტიულად იმუშაონ. აუცილებელია:
● ერგონომიული ავეჯი
● თანამედროვე IT ინფრასტრუქტურა
● სწრაფი ინტერნეტი და უსაფრთხო სასერვერო ზონა
● შეხვედრების ოთახები
● კარგი ხარისხიანი ვენტილაცია
● ტემპერატურის ზონირება
● ხმაურის კონტროლი
ოფისი უნდა იყოს კომპანიის ბრენდზე მორგებული, პროფესიული ვიზუალითა და ოპტიმალური სივრცის განლაგებით. ეს მოთხოვნები ოფისს
დაგეგმარებისა და შემდგომი შესრულების კუთხით განსაკუთრებულ სირთულეს და სპეციფიკურობას ანიჭებს სხვა ტიპის ფართებთან შედარებით.
რესტორნის და სხვა კვების ობიექტების დაგეგმარება და შემდგომი სარემონტო მომსახურება იყოფა ორ ნაწილად, რადგან რესტორნის საერთო
გამოყენების სივრცე და რესტორნის სამზარეულო არის ორი სრულად განსხვავებული საჭიროების მქონე ფართი.
რესტორნის ინტერიერის განახლების მთავარი ამოცანაა სტუმრის პირველი შთაბეჭდილებისა და საერთო გამოცდილების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია კომფორტული განთავსება, ხარისხიანი განათება, ვიზუალური იდენტობის
მკაფიო გამოხატვა და სწორი აკუსტიკა.
კარგად დაგეგმილი ინტერიერი ქმნის მყუდრო ატმოსფეროს, აძლიერებს ბრენდის იმიჯს და ზრდის ვიზიტორების კმაყოფილებას.
პროფესიული რესტორნის სამზარეულო საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ინფრასტრუქტურას:
● ძლიერ ვენტილაციას, კვამლისა და ცხიმის გამტან სპეციალურ სისტემებს
● სწორად დაპროექტებულ არხებს
● გათბობა-გაგრილების განცალკევებულ სისტემას
● ცხელი და ცივი წყლის ცირკულაციის ინდივიდუალური სისტემას
● მძლავრ დაცულ ელექტროგაყვანილობას.
სტანდარტული კომერციული სივრცისგან განსხვავებით, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვას. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ რესტორნის სამზარეულოში დანადგარების გადანაწილებას.
საავადმყოფოს ან კლინიკის რემონტი შემსრულებლისგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტეს, მაღალი ჰიგიენური სტანდარტების დაცვას და
რთული საინჟინრო სისტემების მართვას. სტერილური გარემოს შესაქმნელად აუცილებელია:
● შესაბამისი მასალების გამოყენება
● სწორი ვენტილაციისა და ჰაერის ფილტრაციის სისტემები (HEPA)
● უსაფრთხო ელექტრო-ინჟინრული ქსელები
● უტილიზაციისა და სახიფათო ნარჩენების შესანახი სივრცეები.
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს სამედიცინო რეგულაციებთან შესაბამისობა, დეზინფენქციისადმი გამძლე ზედაპირები, პაციენტთა
უსაფრთხოების წინაპირობები და პაციენტთა ნაკადების სწორად ორგანიზებული სივრცე.
კლინიკის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული პროექტია და მოითხოვს გამოცდილებას, დეტალურ დაგეგმვას და მკაცრ კონტროლს ყველა ეტაპზე.
რინოქსის კომერციული ფართის მომსახურება, არის ჩვენს მომსახურებებს შორის ყველაზე რთული და კომპლექსური. ამ მომსახურების სრულად
ჩვენთვის დაკვეთის შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:
● სრულ ინტერიერის დიზაინ პროექტის შემუშავებას, რომელიც
სტანდარტულ დიზაინ პროექტთან ერთად მოიცავს:
● სარემონტო მომსახურების შესრულებას
● ჩასაშენებელი ავეჯის დამზადებას
● Fit out მომსახურებას
კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოების ვადის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ვადა დამოკიდებულია ფართის ზომაზე, პროექტის კომპლექსურობაზე და იმ მომსახურებების ტიპზე, რასაც ჩვენი კომპანია შეასრულებს, საორიენტაციო პერიოდი არის 2 თვიდან 9 თვემდე.
კომერციული ფართის რემონტი შესაძლებელია თბილისსა და მის შემოგარენში ასევე შავი ზღვის ზოლზე, მათ შორის აჭარის და გურიის რეგიონში.
ინტერიერის დიზაინ პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: თავდაპირველად უნდა გავიგოთ დამკვეთის მოთხოვნა, სასურველი სტილი და ყველა დეტალი , რომელიც უნდა გავითვალისწონოთ პროექტზე მუშაობის დროს , შემდეგ კი გადავდივართ გეგმარების შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც ვიწყებთ მუშაობას ვიზუალიზაციაზე. ყველა ეტაპს , რა თქმა უნდა , გავდივართ დამკვეთთან და საჭიროების შემთხვევაში პროცესში შეგვაქვს შესწორებები. ბოლოს კი ვამუშავებთ ტექნიკურ ნახაზებს და ვამზადებთ თეთრი მასალების ფაილს, სადაც დამკვეთს ვაწვდით ინფორმაციას პროექტში გამოყენებულ პროდუქციასთან დაკავშირებით
დიზაინის კონსულტანტი ეხმარება დამკვეთს მასალების მოძიებაში და შერჩევაში დიზაინ პროექტის გარეშე , დიზაინ პროექტის სრული მომსახურება კი მოიაზრებს თავიდან ბოლომდე პროექტის დამუშავებას
დიახ, სანამ პროექტზე დავიწყებთ მუშაობას დამკვეთს ვუზიარებთ რეფერენსებს , უფრო კარგად რომ ვხდებოდეთ თუ რა მიმართულებით ვმუშაობთ
რა თქმა უნდა, შეგვიძლია მხოლოდ დიზაინ პროექტზე ვიმუშაოთ
ყველა დიზაინ პროექტი სრულდება დამკვეთის ხასიათზე და ცხოვრების სტილზე დაყრდნობით, შესაბამისად ვითვალისწინებთ ყველანაირ დეტალს
პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა ყოველთვის დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე და დიზაინის სირთულეზე, თუმცა საშუალოდ შეგვიძლია გავითვალისწინოთ 1 თვე
დიახ, მცირე დეტალებისა და ტექსტილის ცვლილებით შესაძლებელია დიზაინის გაუმჯობესება და განახლება
ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ საქართველოს ბაზარზე არსებულ მასალებსა და ავეჯს, პროექტის მსვლელობის დროს კი, დამკვეთთან სტილისა და ბიუჯეტის შეთანხმების შემდეგ ვეძებთ შესაბამის პროდუქციას