სარემონტო კომპანია

კომერციული ფართის რემონტი

კომერციული ფართის რემონტი მოითხოვს სტრატეგიულ და დეტალურად დაგეგმილ მიდგომას. საცხოვრებელი პროექტებისგან განსხვავებით,
კომერციული სივრცის განახლება დაკავშირებულია უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებთან, რეგულაციებთან და ბიზნესის სპეციფიკურ მოთხოვნებთან.

ყოველი გადაწყვეტილება უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიანობას, საიმედოობას და მაღალი დატვირთვის პირობებში გამძლეობას. ჩვენ ამოცანა ასეთი ტიპის პროექტის შესრულებისას არის, როგორც ტექნიკური ასევე ესთეტიური კუთხით პროექტის გამართვა და შემდგომ ამ პროექტის შესრულება.
კომერციული რემონტის მიზანია არა მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ სივრცის ოპტიმიზაცია ბიზნესის ზრდისთვის და ბრენდის გაძლიერებისთვის. ეს არის სპეციალიზებული პროცესი, რომელიც საჭიროებს გამოცდილებას, ზუსტ დაგეგმვას და შეუფერხებელ შესრულებას.

რას მოიცავს რინოქსის კომერციული ფართის რემონტის მომსახურება?

რინოქსის კომერციული ფართის მომსახურება, არის ჩვენს მომსახურებებს შორის ყველაზე რთული და კომპლექსური. ამ მომსახურების სრულად
ჩვენთვის დაკვეთის შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

● სრულ ინტერიერის დიზაინ პროექტის შემუშავებას, რომელიც
სტანდარტულ დიზაინ პროექტთან ერთად მოიცავს:

  1. წყალგაყვანილობის კვანძის და განშლის გეგმარების პროექტის მომზადებას
  2. HVAC და VRF სისტემის ტრასების და განთავსების გეგმარების პროექტის
    მომზადებას.
  3. ელექტროობის პროექტის დეტალიზაციას, სადაც მოცემული იქნება ჯამური მოხმარება, ცენტრალური ელექტროსამონტაჟო კვანძის და გადანაწილების
    ტრასირება.
  4. სუსტი დენების გეგმარებას, ინტერნეტის მიწოდების სწორი განაწილების,
    კამერების, სახანძრო უსაფრთხოების გეგმარების შემუშავებას.

● სარემონტო მომსახურების შესრულებას

  1. Site Manager-ის გამოყოფას, რომელიც სრულად შეასრულებს სამუშაო ძალის ორგანიზებას და ლოგისტიკის ორგანიზებას.
  2. სამუშაო ძალის: ხელოსნების, დამხმარეების, დღიური მუშახელის, მოძიებას და ორგანიზებას.
  3. სარემონტო მასალის შესყიდვას, ტრანსპორტირებას და მონტაჟს.
  4. ყოველკვირეულ რეპორტს.
  5. შრომის უსაფრთხოების, სამშენებლო ნებართვის მოპოვების და სხვა სახის საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადებას.
  6. წინასწარ განსაზღვრულ ღირებულებასა და ვადებს.

● ჩასაშენებელი ავეჯის დამზადებას

  1. დიზაინ პროექტიდან ავეჯის პროექტის მომზადებას, რომელიც იქნება
    კონსტრუქციულად სრულყოფილი და დამზადებული მაღალი მოხმარების ადგილებში ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის.
  2. დამკვეთთან დეტალური განშლების და გამოსაყენებელი მასალის შეთანხმებას.
  3. ჩასაშენებელი ავეჯის დამზადებისთვის საჭირო მასალის, ტექნიკის და მექანიზმების შეძენას, ტრანსპორტირებას და მონტაჟს.

● Fit out მომსახურებას

  1. კომერციული სივრცის დანიშნულებიდან გამომდინარე ყველა საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის HORECA, სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის განსაზღვრული და სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობის შერჩევას, შეძენას, ჩამოტანას და მონტაჟს.
  2. დამატებით სივრცისთვის საჭირო რბილი ავეჯის, ფარდების, რბილი საფარების და ყველა სხვა სახის პროდუქციის შეძენას და მიწოდება, რაც საჭიროა სივრცის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის.
  3. დასუფთავების მომსახურებას.

ოფისის დაგეგმარება და რემონტი მოითხოვს სტანდარტებს, რომლებიც სხვა კომერციული ობიექტებისგან განსხვავდება.
ოფისს სჭირდება კომფორტული და ფუნქციური გარემო, რათა თანამშრომლებმა პროდუქტიულად იმუშაონ. აუცილებელია:

● ერგონომიული ავეჯი
● თანამედროვე IT ინფრასტრუქტურა
● სწრაფი ინტერნეტი და უსაფრთხო სასერვერო ზონა
● შეხვედრების ოთახები
● კარგი ხარისხიანი ვენტილაცია
● ტემპერატურის ზონირება
● ხმაურის კონტროლი

ოფისი უნდა იყოს კომპანიის ბრენდზე მორგებული, პროფესიული ვიზუალითა და ოპტიმალური სივრცის განლაგებით. ეს მოთხოვნები ოფისს
დაგეგმარებისა და შემდგომი შესრულების კუთხით განსაკუთრებულ სირთულეს და სპეციფიკურობას ანიჭებს სხვა ტიპის ფართებთან შედარებით.

ოფისის დაგეგმარება და რემონტი მოითხოვს სტანდარტებს, რომლებიც სხვა კომერციული ობიექტებისგან განსხვავდება.
ოფისს სჭირდება კომფორტული და ფუნქციური გარემო, რათა თანამშრომლებმა პროდუქტიულად იმუშაონ. აუცილებელია:

● ერგონომიული ავეჯი
● თანამედროვე IT ინფრასტრუქტურა
● სწრაფი ინტერნეტი და უსაფრთხო სასერვერო ზონა
● შეხვედრების ოთახები
● კარგი ხარისხიანი ვენტილაცია
● ტემპერატურის ზონირება
● ხმაურის კონტროლი

ოფისი უნდა იყოს კომპანიის ბრენდზე მორგებული, პროფესიული ვიზუალითა და ოპტიმალური სივრცის განლაგებით. ეს მოთხოვნები ოფისს
დაგეგმარებისა და შემდგომი შესრულების კუთხით განსაკუთრებულ სირთულეს და სპეციფიკურობას ანიჭებს სხვა ტიპის ფართებთან შედარებით.

რესტორნის ინტერიერის განახლების მთავარი ამოცანაა სტუმრის პირველი შთაბეჭდილებისა და საერთო გამოცდილების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია კომფორტული განთავსება, ხარისხიანი განათება, ვიზუალური იდენტობის
მკაფიო გამოხატვა და სწორი აკუსტიკა.
კარგად დაგეგმილი ინტერიერი ქმნის მყუდრო ატმოსფეროს, აძლიერებს ბრენდის იმიჯს და ზრდის ვიზიტორების კმაყოფილებას.

პროფესიული რესტორნის სამზარეულო საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ინფრასტრუქტურას:

● ძლიერ ვენტილაციას, კვამლისა და ცხიმის გამტან სპეციალურ სისტემებს
● სწორად დაპროექტებულ არხებს
● გათბობა-გაგრილების განცალკევებულ სისტემას
● ცხელი და ცივი წყლის ცირკულაციის ინდივიდუალური სისტემას
● მძლავრ დაცულ ელექტროგაყვანილობას.

სტანდარტული კომერციული სივრცისგან განსხვავებით, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვას. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ რესტორნის სამზარეულოში დანადგარების გადანაწილებას.

საავადმყოფოს ან კლინიკის რემონტი შემსრულებლისგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიზუსტეს, მაღალი ჰიგიენური სტანდარტების დაცვას და
რთული საინჟინრო სისტემების მართვას. სტერილური გარემოს შესაქმნელად აუცილებელია:
● შესაბამისი მასალების გამოყენება
● სწორი ვენტილაციისა და ჰაერის ფილტრაციის სისტემები (HEPA)
● უსაფრთხო ელექტრო-ინჟინრული ქსელები
● უტილიზაციისა და სახიფათო ნარჩენების შესანახი სივრცეები.

კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს სამედიცინო რეგულაციებთან შესაბამისობა, დეზინფენქციისადმი გამძლე ზედაპირები, პაციენტთა
უსაფრთხოების წინაპირობები და პაციენტთა ნაკადების სწორად ორგანიზებული სივრცე.
კლინიკის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული პროექტია და მოითხოვს გამოცდილებას, დეტალურ დაგეგმვას და მკაცრ კონტროლს ყველა ეტაპზე.

კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოების ვადის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ვადა დამოკიდებულია ფართის ზომაზე, პროექტის კომპლექსურობაზე და იმ მომსახურებების ტიპზე, რასაც ჩვენი კომპანია შეასრულებს, საორიენტაციო პერიოდი არის 2 თვიდან 9 თვემდე.

კომერციული ფართის რემონტი შესაძლებელია თბილისსა და მის შემოგარენში ასევე შავი ზღვის ზოლზე, მათ შორის აჭარის და გურიის რეგიონში.

კომერციული ფართის სარემონტო სამუშაოების ვადის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ვადა დამოკიდებულია ფართის ზომაზე, პროექტის კომპლექსურობაზე და იმ მომსახურებების ტიპზე, რასაც ჩვენი კომპანია შეასრულებს, საორიენტაციო პერიოდი არის 2 თვიდან 9 თვემდე.

კომერციული ფართის რემონტი შესაძლებელია თბილისსა და მის შემოგარენში ასევე შავი ზღვის ზოლზე, მათ შორის აჭარის და გურიის რეგიონში.

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდით
Call Now Button