სარემონტო კომპანია

რემონტი

სარემონტო მომსახურება წარმოადგენს ჩვენს ძირითადი საქმიანობას, ის მორგებულია ყველა ტიპის მოთხოვნაზე და მომხმარებლის კომფორტზე.

1.  სრული სარემონტო მომსახურება :

მოიცავს ყველა ტიპის სარემონტო მასალას და სამუშაოს. პროექტის დაწყებამდე მომხმარებელს გადაეცემა დეტალური ხარჯთაღრიცხვა და დეკორატიული მასალების ფაილი, სადაც მოცემულია თითოეული მასალის დეტალური სპეციფიკაცია.

2. სარემონტო მომსახურება დეკორატიული მასალების გარეშე:
კომპანია ასრულებს ყველა ტიპის სარემონტო სამუშაოს, უზრუველყოფს პროექტს ყველა ტიპის სარემონტო მასალით, გარდა დეკორატიული მასალებისა.მომხამრებელი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, ეტაპოვრივად ახდენს დეკორატიული მასალების შეძენასდა კომპანიას აწვდის ინფორმაციას მათი წამოღების შესახებ. 

 მომსახურების უპირატესობებია:

                                                

• მომხმარებლის ჩართულობა სარემონტო პროცესებში მინიმუმამდეა დაყვანილი

• დასრულებული რემონტის ყველა დეტალი პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს

• თეთრი სარემონტო მასალების შერჩევა-შეძენით მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვროს რემონტის სრული ბიუჯეტი

მომსახურების ფასები

შავი
კარკასი

• დამონტაჟებულია ცენტრალური კარი და ფანჯრები

• ამოშენებულია შიდა კედლები

თეთრი
კარკასი

• დამონტაჟებულია ცენტრალური კარი და ფანჯრები

• ამოშენებულია შიდა კედლები

• კედლები გალესილია

• მოჭიმულია იატაკი

• გაყვანილია გათბობის მილები

 

მწვანე
კარკასი

• დამონტაჟებულია ცენტრალური კარი და ფანჯრები

• ამოშენებულია შიდა კედლები

• კედლები გალესილია

• მოჭიმულია იატაკი

• გაყვანილია გათბობის მილები

• გაყვანილია ელ.სადენები და წყალგაყვანილობის მილები

₾ 690 ლარიდან

₾ 590 ლარიდან

₾ 540 ლარიდან

მომსახურების ფასები

მწვანე კარკასი

₾ 540 ლარიდან

• დამონტაჟებულია ცენტრალური კარი და ფანჯრები

• ამოშენებულია შიდა კედლები

• კედლები გალესილია

• მოჭიმულია იატაკი

• გაყვანილია გათბობის მილები

• გაყვანილია ელ.სადენები და წყალგაყვანილობის მილები

თეთრი კარკასი

₾ 590 ლარიდან

• დამონტაჟებულია ცენტრალური კარი და ფანჯრები

• ამოშენებულია შიდა კედლები

• კედლები გალესილია

• მოჭიმულია იატაკი

• გაყვანილია გათბობის მილები

შავი კარკასი

₾ 690 ლარიდან

• დამონტაჟებულია ცენტრალური კარი და ფანჯრები

• ამოშენებულია შიდა კედლები

რემონტის ღირებულების კალკულატორი

*კალკულატორი ითვლის მხოლოდ საცხოვრებელი ფართის რემონტის ღირებულებას ( აივნების გარეშე )
* კალკულატორი ითვლის ხელობის, მასალების ტრანსპორტირების და შავი სარემონტო მასალების ფასს
* ფასი არ ითვალისწინებს თეთრი სარემონტო მასალების ღირებულებას ( ლამინატი, კაფელ-მეტლახი, სანათები ა.შ )

ჩვენთან ურთიერთობის ეტაპები

სატელეფონო კონსულტაცია

შეხვედრა

ხელშეკრულების გაფორმება

სამუშაოების დაწყება

პროექტის ჩაბარება

სარემონტო პროცესის დაგეგმვა ხდება 3 ეტაპად

  1. სარემონტო სივრცის აზომვა ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობა
  2. სარემონტო ხარჯთაღრიცხვის შედგენა, რაც ითვალისწინებს სამუშაოების ჩამონათვალის მომზადებას, სარემონტო მასალების შერჩევას.
  3. სარემონტო ნახაზების მომზადება, ელექტროობის, წყალგაყვანილობის, ჭერის, გათბობა-გაგრილების სისტემის და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ნახაზებს

ამ ყველაფერის შედგენის და შეთანხმების შემდეგ იწყება სარემონტო სამუშაოების შესრულება

სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესში ჩართული არიან, პროექტების მენეჯერი და ინტერიერის დიზაინერი, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩასაშენებელი ავეჯის მონტაჟის შესრულებაც ხდება, დამატებით ერთვება ავეჯის კონსტრუქტორი.

ჩვენი კომპანია სრულად უზრუნველყოფს მასალის შერჩევის პროცედურას, პროექტის შეთანხმების ეტაპზე დამკვეთი ღებულობს მასალის მოცულობებს და ჩამონათვალს, რაც პროექტის დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს.

ძველი ბინის განახლების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ამ მომსახურების მაძიებელმა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ კომპანიას დაყავს არსებული ფართი შავი კარკასის კონდიციამდე და ნულიდან აწარმოებს სარემონტო სამუშაოებს.

დამკვეთს უნდა ქონდეს, მზად ინტერიერის დიზაინის პროექტი ან დაახლოებითი წარმოდგენა დიზაინის შესახებ, ასევე აუცილებელია დამკვეთმა მოგვაწოდოს სამშენებლო ნახაზები (დოკუმენტი, რომელსაც სამშენებლო კომპანია გაძლევთ ბინის შეძენისას) ასევე ქონდეს საორიენტაციო ცოდნა მისი ბიუჯეტის შესახებ.

საზღვარგარეთ მყოფი დამკვეთების მომსახურება არის ჩვენი მომსახურების ნაწილი, გვაქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორი რთულია დისტანციურად ასეთი მომსახურების მიღება. საზღვარგარეთ მყოფი დამკვეთებისთვის ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, სრულ მომსახურების სპექტრს ინტერიერის დიზაინის რემონტის და ავეჯის დამზადების გათვალისწინებით. ასევე ჩვენი კომპანია იღებს საკუთარ თავზე მომარაგების, მასალის შეძენის და მიწოდების ნაწილს. დამკვეთი ღებულობს ყოველკვირეულ ფოტო რეპორტს და აქვს ინფორმაცია სარემონტო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ჩვენი დიზაინერები უზრუველყოფენ სარემონტო პროცესის მონიტორინგს.

კორპორატიული მიმართულება არის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი მიმართულება, რაც მოიცავს ოფისების, რესტორნების, სასტუმროების, კლინიკების სრულ Fit Out მომსახურებას, კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში ჩვენ, დამკვეთს ვაძლევთ შესაძლებლობას მიიღოს უმაღლესი ხარისხის სერვისი და შევუსრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი.

სრული რემონტი მოიცავს ყველა სერვისს “იდეიდან – შესრულებამდე” ესენია

1) ინტერიერის დიზაინი

2) სარემონტო მომსახურება

3) ჩასაშენებელი  ავეჯის დამზადება

4) რბილი ავეჯის შეძენა, სრულად ტექნიკით აღჭურვა.

5) დასუფთავება

ამ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, დამკვეთი ღებულობს საცხოვრებლად მზა სივრცეს.

ინტერიერის დიზაინი ჩვენი კომპანიის სამი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთია.  მომხმარებლთან ჩვენი  ურთიერთობა სწორედ ინტერიერის დიზაინით იწყება. ტექნიკურად გამართული ინტერიერის დიზაინ-პროექტი სარემონტო პროცესისთვის მომზადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ინტერიერის დიზაინის შექმნა კომპლექსური პროცესია, რომელსაც სჭირდება გამოცდილი ინტერიერის დიზაინერი, ტექნიკური ცოდნით, ესთეტიკის შეგრძნებით, შესაბამისი აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.

ამ გამოწვევის საპასუხოდ რინოქსში:

  1. ყველა დიზაინერს გავლილი აქვს სარემონტო სფეროს ტექნიკური უნარების შემსწავლელი კურსი.
  2. დიზაინის მომზადების პროცესში ჩართულია პროექტების მენეჯერი, რომელიც აფასებს დიზაინის ტექნიკურ გამართულობას.
  3. დიზაინერები რეგულარულად ეცნობიან ბაზარზე არსებულ სარემონტო მასალებს, შესაბამისად დიზაინ-პროექტში მოცემული ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია.
  4. სარემონტო პროცესში დიზაინერთან ერთად ჩართულია პროექტის მენეჯერი, რომელიც ხელოსნებს გადასცემს დიზაინის ყველა დეტალს.

აღნიშნული მიდგომა გვაძლევს დიზაინის 100%-იან თანხვედრას შესრულებულ რემონტთან.

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდით
Call Now Button