ინტერიერის დიზაინი ჩვენი კომპანიის სამი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთია. მომხმარებლთან ჩვენი ურთიერთობა სწორედ ინტერიერის დიზაინით იწყება. ტექნიკურად გამართული ინტერიერის დიზაინ-პროექტი სარემონტო პროცესისთვის მომზადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ინტერიერის დიზაინის შექმნა კომპლექსური პროცესია, რომელსაც სჭირდება გამოცდილი ინტერიერის დიზაინერი, ტექნიკური ცოდნით, ესთეტიკის შეგრძნებით, შესაბამისი აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით.
ამ გამოწვევის საპასუხოდ რინოქსში:
•ყველა დიზაინერს გავლილი აქვს სარემონტო სფეროს ტექნიკური უნარების შემსწავლელი კურსი.
•დიზაინის მომზადების პროცესში ჩართულია პროექტების მენეჯერი, რომელიც აფასებს დიზაინის ტექნიკურ გამართულობას.
•დიზაინერები რეგულარულად ეცნობიან ბაზარზე არსებულ სარემონტო მასალებს, შესაბამისად დიზაინ-პროექტში მოცემული ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია.
•სარემონტო პროცესში დიზაინერთან ერთად ჩართულია პროექტის მენეჯერი, რომელიც ხელოსნებს გადასცემს დიზაინის ყველა დეტალს.
აღნიშნული მიდგომა გვაძლევს დიზაინის 100%-იან თანხვედრას შესრულებულ რემონტთან.
დასრულებული დიზაინ-პროექტის ნიმუში იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: