დღეს, როდესაც კონკურენცია თითქმის ყველა კომერციულ სფეროში მაღალია, პროდუქტი ან სერვისი აღარ არის ერთადერთი, რაც მომხმარებელ აინტერესებს. ადამიანები ადგილებს არჩევენ ემოციური კავშირის, კომფორტის და შთაბეჭდილებების საფუძველზე, რომელსაც სივრცე ტოვებს.
სწორედ აქ იწყებს მუშაობას კომერციული დიზაინის ხელოვნება – როდესაც ინტერიერი ხდება მძლავრი გამყიდველი, რომელიც ყიდის არა მხოლოდ პროდუქტს არამედ იდეასაც.
სივრცე როგორც ბრენდის გამომხატველი
კომერციული სივრცე პირველ რიგში უნდა გამოხატავდეს ბრენდის იდენტობას – მისი ხარისხი, ღირებულება, მიზნობრივი აუდიტორია ინტერიერში უნდა იგრძნობოდეს.
- ლაქშერი ბრენდები ხშირად იყენებენ მაღალი ხარისხის მასალას, დრამატულ განათებას, მინიმალისტურ ფორმებს
- ახალ, პატარა ბრენდებ უფრო ხშირად ახასიათებთ ფერები, დინამიკა, მოდულარული სტრუქტურა
- ეკო-მეგობრული კომპანიები იყენებენ ბუნებრივ მასალებს, გამწვანებას და დამამშვიდებელ ფერებს
ქცევის მართვა დიზაინის საშუალებით
კომერეციული სივრცის ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლის ქცევის მიმართულება. დიზაინი შეიძლება ზემოქმედებდეს:
- მარშუტი, ზონირება – როგორ გადაადგილდება სივრცეში, რას ნახავს პირველრიგში და სად გაჩერდება
- დრო – რამდენ ხანს დარჩება ადამიანი ამ სივრცეში
- ქცევა – იყიდის, შეკვეთას გააკეთებს თუ უბრალოდ დაათვალიერებს
- განათება – ვიზუალური აქცენტები სასურველ დეტალებზე
- ბრენდგინგი – ინტერიერში ფაქიზად ინტეგრირებული ვიზუალური მახასიათებლები
დიზაინი სოციალური ქსელებისთვის
თანამედროვე მომხამარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ გამოცდილება და შტაბეჭდილება, რომელსაც ის სივრცეში იღებს. ამიტომ დიზაინერები ქმნიან შთამბეჭდავ, ორიგინალურ, ფოტოგენურ კომპოზიციებს და კოთხეებს, რომელსაც მომხმარებელი სოც.ქსელში აზიარებს სხვადასხვა სახით.
კომერციული სივრცის დიზაინი გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ ლამაზი დიზაინი. ეს არის მიზანმიმართული, სტრატეგიული პროცესი, რომლის მიზანიც მომხმარებლის მოზიდვა, შთაგონება და კონკრეტული ქმედებისკენ წახალისებაა.