„რინოქსი“ გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას „თბილისი ჰილსში“ – პროექტირებიდან დასრულებულ ინტერიერამდე. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ეტაპზე, როგორიც არის: კონცეფციისა და გეგმარების შემუშავება, ტექნიკური ნახაზების მომზადება, საჭირო მასალების შერჩევა და მოწოდება, ასევე ყველა სარემონტო და დასრულებითი სამუშაოს შესრულება. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხიანი, ფუნქციური და ესთეტიკური სივრცე, რომელიც სრულად მოერგება თქვენს მოთხოვნებს.
„თბილისი ჰილსი“ მდებარეობს თბილისის შემოგარენში, კრწანისის მიმართულებით, სოფელ თელეთთან ახლოს. კომპლექსი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 15-20 წუთის სავალზეა, რაც იდეალურ ბალანსს ქმნის ურბანულ ხელმისაწვდომობასა და მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შორის.
პროექტის განვითარება დაიწყო 2018 წლიდან და ეტაპობრივად ვითარდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი საქართველოში.
„თბილისი ჰილსი“ მოიცავს ფართო ტერიტორიას (დაახლოებით 331 ჰექტარი), სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ზონები, კერძო ვილები, ბინები და ასევე რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გოლფის მოედანი და მწვანე სივრცეები.
რინოქსი“ გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას, რომელიც მოიცავს პროცესის ყველა ეტაპს – დიზაინიდან დასრულებულ სივრცემდე. სამუშაო იწყება ობიექტის დეტალური აზომვითა და ინდივიდუალური გეგმარების შექმნით, რის საფუძველზეც მზადდება სრული ტექნიკური პროექტი, მათ შორის ელექტრობის, სანტექნიკისა და საინჟინრო სისტემების გეგმები.
შემდგომ ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს როგორც შავი, ისე თეთრი მასალების სრულ მართვას – მათ შერჩევას, შესყიდვას, ტრანსპორტირებასა და პროფესიონალურ მონტაჟს. ეს მოიცავს როგორც ძირითადი სამშენებლო ელემენტების, ასევე ინტერიერის დასრულებისთვის საჭირო ყველა კომპონენტის სრულად უზრუნველყოფას.
შედეგად, დამკვეთი იღებს სრულად დასრულებულ, ფუნქციურ და ესთეტიკურად გამართულ სივრცეს, სადაც ყველა დეტალი ერთიანი კონცეფციის ფარგლებშია შესრულებული.
„რინოქსი“ „თბილისი ჰილსში“ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს როგორც ვილებში, ასევე აპარტამენტებში. თითეულ ობიექტს ვუდგებით ინდივიდუალურად, სივრცის თავისებურებებისა და დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით.
რემონტის სრული სერვისი გაძლევთ შესაძლებლობას თავიდან აიცილოთ პროცესის დაყოფით გამოწვეული სირთულეები და მიიღოთ ერთი, გამართული მართვის სისტემა. ყველა ეტაპი- პროექტირება, მასალების შერჩევა და შესრულება – ხორციელდება ერთ გუნდში, რაც უზრუნველყოფს ხარისხს, დროის დაზოგვასა და საბოლოო შედეგის თანმიმდევრულობას.
პრემიუმ რემონტისას ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან და სანდო მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც გამძლეობას, ისე ესთეტიკურ სრულყოფილებას. ეს მოიცავს თანამედროვე სამშენებლო მასალებს, მაღალი ხარისხის კერამოგრანიტს, ლამინატს, პრემიუმ საღებავებს, ჩასაშენებელ სანტექნიკას, განათების სისტემებსა და გათბობა-გაგრილების სრულ გადაწყვეტილებებს.
რემონტის პროცესი მიმდინარეობს მუდმივი ზედამხედველობითა და ეტაპობრივი კონტროლით, რათა თითოეული სამუშაო შესრულდეს მაღალი სტანდარტის შესაბამისად. სამუშაოების მიმდინარეობა რეგულარულად მოწმდება ადგილზე, ხოლო ყველა მნიშვნელოვანი დეტალი კოორდინირდება გუნდში, რაც უზრუნველყოფს სიზუსტესა და დროულ რეაგირებას ნებისმიერ ცვლილებაზე.
„რინოქსი“ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე გთავაზობთ 1-წლიან გარანტიას, რაც დამატებით უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და საიმედოობას. ეს საშუალებას აძლევს დამკვეთს იყოს დარწმუნებული მიღებული შედეგის სტაბილურობასა და გამძლეობაში. გარანტიის პირობების საფუძველზე ჩვენი გუნდი ანგარიშვალდებულია უმოკლეს პერიოდში არაუგვიანეს 2-3 სამუშაო დღისა ვუზრუნველყოთ სრულად ნებისმიერი სახის ხარვეზი.
შავი კარკასის მდგომარეობიდან სრული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება იწყება 400$-დან კვადრატულ მეტრზე.
შავი კარკასის მდგომარეობიდან სრული სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადები როგორც წესი, იწყება დაახლოებით 3 თვიდან. საბოლოო ვადა დამოკიდებულია ფართის მოცულობასა და პროექტის სირთულეზე.
დიახ, „რინოქსი“ გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას „თბილისი ჰილსში“. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ კონცეფციას თითოეული სივრცისთვის დამკვეთის გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
რემონტის პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპად იყოფა, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების სწორ დაგეგმვასა და თანმიმდევრულ შესრულებას.
პირველი ეტაპი მოიცავს ობიექტის აზომვას, პროექტირებასა და ტექნიკური ნახაზების მომზადებას. შემდეგი ეტაპია შავი სამუშაოები – ძირითადი სამშენებლო და საინჟინრო სისტემების მოწყობა.
მესამე ეტაპზე მიმდინარეობს თეთრი სამუშაოები და ინტერიერის დასრულება, რაც მოიცავს მასალების მონტაჟსა და ვიზუალურ გაფორმებას. საბოლოოდ კი ობიექტი გადის შემოწმებას და მზადდება საცხოვრებლად ჩასაბარებლად.
დიახ, ჩვენ ვთავაზობთ ეტაპობრივ გადახდის სისტემას, რომელიც უფრო კომფორტულია დამკვეთისთვის და ემთხვევა სამუშაოების მიმდინარეობას.
საერთო ღირებულება იყოფა ეტაპობრივად:
პირველი ეტაპი – 40% პროექტის დაწყებისას,
მეორე ეტაპი – 25% გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდეგ,
მესამე ეტაპი – 25% მომდევნო ეტაპის შესრულებისას,
და ბოლო ეტაპი – 10% სამუშაოების სრულად დასრულებისა და ობიექტის ჩაბარების შემდეგ.