სარემონტო კომპანია

კაკლები - სრული სარემონტო მომსახურება მონოლითის კონდიციიდან გასაღების ჩაბარებამდე

კაკლები თბილისის ერთ-ერთი მზარდი საცხოვრებელი ზონაა, სადაც კერძო სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ბევრი მფლობელი სახლს მონოლითის ან კარკასის მდგომარეობაში იბარებს, რის შემდეგაც იწყება მისი სრულფასოვან საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა.

Rinox გთავაზობთ კერძო სახლების სრულ სარემონტო მომსახურებას კაკლებში. ჩვენი სერვისი მოიცავს ყველა ეტაპს — ობიექტის შეფასებიდან და საინჟინრო სისტემების დაგეგმვიდან ინტერიერის მოწყობასა და საბოლოო ჩაბარებამდე.

სად მდებარეობს კაკლები?

კაკლები მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში და გამოირჩევა მშვიდი გარემოთი, ბუნებასთან სიახლოვითა და ქალაქთან მოსახერხებელი კავშირით. ბოლო წლებში ტერიტორია განსაკუთრებით პოპულარული გახდა მათთვის, ვინც კერძო სახლში ცხოვრებას ან ახალი სახლის აშენებას გეგმავს.

რატომ ირჩევენ კერძო სახლის მშენებლობას კაკლებში?

კაკლები მიმზიდველია მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაგრამ თბილისის ფარგლებში ცხოვრება სურს. ტერიტორია გამოირჩევა მეტი პირადი სივრცით, დაბალი განაშენიანებითა და განვითარებადი ინფრასტრუქტურით. სწორედ ამიტომ ბევრი ოჯახი და ინვესტორი კერძო სახლის მშენებლობისთვის კაკლებს ირჩევს.

მონოლითიდან სრულად დასრულებულ სახლამდე – რა ეტაპებს მოიცავს რინოქსის სარემონტო პროცესი

კერძო სახლის დასრულება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და პროექტის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. Rinox პროცესს სრულად მართავს — საწყისი შეფასებიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

პირველ ეტაპზე ხდება ობიექტის ტექნიკური შეფასება, რომლის დროსაც განისაზღვრება არსებული მდგომარეობა, სამუშაოების მოცულობა და მზადდება დეტალური გეგმა. ამის შემდეგ იწყება ინტერიერის პროექტირება, რაც მოიცავს სივრცის დაგეგმარებას, ტექნიკური ნახაზების მომზადებასა და ინტერიერის კონცეფციის შემუშავებას.

შემდეგი ეტაპია საინჟინრო სისტემების მოწყობა. ხორციელდება ელექტროობის, სანტექნიკის, გათბობისა და გაგრილების სისტემების დაგეგმვა და მონტაჟი, რათა სახლი იყოს უსაფრთხო, ენერგოეფექტური და ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული.

საინჟინრო სამუშაოების დასრულების შემდეგ იწყება მოსაპირკეთებელი ეტაპი, რომელიც მოიცავს კედლების, იატაკისა და ჭერის მოპირკეთებას, კარების, განათებისა და სანტექნიკის მონტაჟს. სწორედ ამ ეტაპზე იძენს სახლი საბოლოო ვიზუალურ სახეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ტარდება ხარისხის კონტროლი, მოწმდება ყველა შესრულებული სამუშაო და ობიექტი მზადდება ჩასაბარებლად. საბოლოოდ, დამკვეთი იღებს სრულად დასრულებულ, ფუნქციურ და საცხოვრებლად მზად სახლს.

რა მდგომარეობიდან შეუძლია Rinox-ს პროექტის ჩაბარება

ჩვენ ვმუშაობთ მონოლითის, შავი კარკასის და თეთრი კარკასის სახლების პროექტებზე.

პროექტის დასრულების შემდეგ მფლობელი იღებს სახლს, სადაც დასრულებულია ყველა ძირითადი სამშენებლო, საინჟინრო და მოსაპირკეთებელი სამუშაო. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ავეჯისა და ინტერიერის სრული მოწყობაც.

რა სამუშაოებია საჭირო საცხოვრებლად მზად სახლის მისაღებად

საცხოვრებლად მზად სახლი მოითხოვს არა მხოლოდ ვიზუალურ დასრულებას, არამედ ყველა საინჟინრო სისტემის გამართულ მუშაობას. აუცილებელია ელექტროობის, წყალმომარაგების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების სწორად მოწყობა, ასევე ინტერიერის დასრულება და საჭირო მოწყობილობების მონტაჟი.

საინჟინრო სისტემები, რომლებიც სწორად უნდა დაიგეგმოს

კერძო სახლის კომფორტი და უსაფრთხოება დიდწილად საინჟინრო სისტემებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

ელექტრო სისტემას;

წყალმომარაგებასა და კანალიზაციას;

გათბობასა და გაგრილებას;

ვენტილაციას;

ინტერნეტისა და უსაფრთხოების სისტემებს;

განათებას.

სწორად დაგეგმილი სისტემები ამცირებს სამომავლო ხარჯებს და უზრუნველყოფს სახლის ეფექტურ ფუნქციონირებას.

ხშირად დასმული კითხვები

ვმუშაობთ მონოლითის, შავი კარკასის, თეთრი კარკასის და ძველი რემონტის სახლების პროექტებზე.

დიახ. პროექტს ვიღებთ მონოლითის კონდიციიდან და სრულად ვასრულებთ გასაღების ჩაბარებამდე.

ვადები დამოკიდებულია სახლის ფართობსა და სამუშაოების მოცულობაზე. ზუსტი ვადა განისაზღვრება პროექტის შეფასების შემდეგ.

სისტემები იგეგმება სახლის პროექტისა და მფფლობელის საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ეფექტური და უსაფრთხო მუშაობა. 

სავალდებულო არ არის, თუმცა დიზაინის პროექტი ამარტივებს სამუშაო პროცესს  და ამცირებს შეცდომების რისკს. 

დიახ, სურვილის შემთხვევაში Rinox უზრუნველყოფს ინტერიერის სრულ მოწყობას, ავეჯისა და დეკორის ჩათვლით.

მასალები შეირჩევა ბიუჯეტის, დიზაინისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო შესყიდვის პროცესის მართვა ჩვენს გუნდსაც შეუძლია, რაც ამარტივებს დამკვეთისთვის სარემონტო პროცესებს.

ბიუჯეტზე გავლენას ახდენს ფართობი, სამუშაოების მოცულობა, არჩეული მასალები და საინჟინრო სისტემების სირთულე. თუმცა ფართის შემოწმების შემდეგ წინასწარ იქმნება ხარჯთაღრიცხვის ფაილი, სადაც იქნება წინასწარ დაანგარიშებული მასალებისა და  მომსახურებების ღირებულება. 

დიახ, პროექტის მიმდინარეობის შესახებ დამკვეთს რეგულარულად ვაწვდით ფოტო და ვიდეო ანგარიშებს, რაც დისტანციური კონტროლის შესაძლებლობას იძლევა და ამარტივებს პროცესებს. 

Call Now Button