დიზაინერი: ხატია ნებიერიძე
სტილი: თანამედროვე კლასიკა
ფართის დანიშნულება: საცხოვრებელი ბინა
ფართის ზომა: 119 კვმ
119 მ² ფართობის ბინის ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე კლასიკის სტილში. მისაღები სივრცე გაერთიანებულია სამზარეულოსა და სასადილო ზონასთან, რაც ქმნის ღია, ფუნქციურ და ვიზუალურად ერთიან კომპოზიციას.
სამზარეულოს ბლოკი გადაწყვეტილია ღრმა მწვანე ტონში, ინგლისური ფასადებითა და ჩაშენებული ტექნიკით. მარმარილოს პანელები TV-ზონასა და სამზარეულოს მოპირკეთებაში ინტერიერს დახვეწილობას სძენს, ხოლო შავი აქცენტები ფურნიტურასა და განათებაში გრაფიკულობასა და კონტრასტს აძლიერებს.
სასადილო ჯგუფი ინტეგრირებულია მისაღები სივრცეში და საერთო ფერთა კონცეფციას თბილი ტერაკოტის ტონებით ავსებს. ღია ფერის რბილი ავეჯი აბალანსებს ინტენსიურ აქცენტებს და ქმნის სიმსუბუქისა და ჰარმონიის განცდას.
ბინის დაგეგმარება მოიცავს სამ საძინებელს, სამუშაო კაბინეტსა, ორ სველ წერტილსა და სამრეცხაო ოთახს რომლებიც ერთიან სტილისტიკაშია გადაწყვეტილი — დეტალებზე, პროპორციებსა და ხარისხიან მასალებზე განსაკუთრებული ყურადღებით.