ინტერიერში თბილი მინიმალიზმი არის დიზაინის მიმართულება, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას და სიმყუდროვეს, ქმნის კომფორტულ სივრცეს საცხოვრებლად. ეს სტილი პოპულარული გახდა ბოლო წლებში მისი სიმარტივის და სუფთა ხაზების გამო.ინტერიერში თბილი მინიმალიზმის ძირითადი მახასიათებლებია: ნეიტრალური ფერების გამოყენება, ბუნებრივი მასალები, მინიმალური დეკორი და აქცენტი ფუნქციონალიზმზე. ამ სტილის მთავარი იდეა არის მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნა, რომელშიც შეგიძლიათ დაისვენოთ და დატკბეთ სიმარტივით და ჰარმონიით.
ფერთა პალიტრა
თბილი მინიმალიზმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ფერების პალიტრა. ამ ინტერიერში დომინირებს ნეიტრალური ტონები, როგორიცაა: თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი. ეს ფერები ხელს უწყობს სიმსუბუქისა და სივრცის განცდის შექმნას და ასევე სივრცეს ხდის უფრო მშვიდა და კომფორტულს.
მასალები
თბილი მინიმალიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ბუნებრივი მასალების გამოყენება. ხე, ქვა, მინა და ლითონი ინტერიერს ბუნებრიობასა და სითბოს ანიჭებს, ასევე ადამიანში ჰარმონიის განცდას ბადებს. ეს მასალა ხშირად შერწყმულია რბილი ტექსტილის ელემენტებთან. მაგალითდ ბამბასთან ან ბეწვთან. მასეთი მასალა იტერიერს სიმყუდროვეს და კომფორტს მატებს.
დეკორი
მნიშვნელოვანია, რომ თბილ მინიმალიზმს ჰქონდეს მინიმუმ დეკორი. ზედმეტი ელემენტებისა და აქცენტების არარსებობა სივრცეს უფრო სუფთა და ორგანიზებულს ხდის და ასევე საშუალებას გაძლევთ ყურადღება გაამახვილოთ ინტერიერის ძირითად დეტალებსა და ფუნქციურ ელემენტებზე. გადაჭარბებული დეკორირების სანაცვლოდ გამოიყენება მარტივი და ელეგანტური ავეჯი და აქსესუარები, რომლებიც ჰარმონიულად ჯდება ოთახის საერთო სტილში. ინტერიერში თბილი მინიმალიზმი გთავაზობთ სიმარტივის, ფუნქციონალურობისა და კომფორტის სრულყოფილ კომბინაციას.
თბილი მინიმალიზმის სტილი შეეფერება როგორც ბინას, ასევე კერძო სახლს. სტილი ქმნის მშვიდობისა და ჰარმონიის ატმოსფეროს. ამ სტილში შესრულებული სივრცე ხდება იდეალურ ადგილად დასვენებისა და რელაქსაციისთვის, სადაც ადამიანს შეუძლია დატკბეს სიმარტივის სილამაზით.