სარემონტო კომპანია

10 რჩევა საღებავის ფერის არჩევისთვის

ივლისი 11, 2024

წარმოიდგინეთ სიტუაცია : ადამიანი მოდის სარემონტო მაღაზიაში.  ერთი შეხედვით მან ზუსტად იცის, თუ საღებავის რა ტონი სურს, მაგრამ კატალოგის დათვალიერებისას არაერთხელ ცვლის თავის არჩევანს და საბოლოოდ იბნევა. ფერის არჩევანი იმდენად დიდია, რომ რთულია რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. ამის გამო, ადამიანი ხშირად უშვებს შეცდომას : ბინის რემონტი დასრულებულია, მაგრამ კედლების ფერი შორს არის იმისგან, რაზეც თავდაპირველად ოცნებობდა.

აქ იხილავთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საღებავის სწორად შერჩევაში.

 1. მრავალფეროვნება – არჩევანის მიღებას ართულებს

თანამედროვე მწარმოებლებს შეუძლიათ ფერების შერევით უსასრულო რაოდენობის ელფერი მიიღონ. მაგრამ უფრო ადვილია აირჩიო ერთი ათიდან, ვიდრე რამდენიმე ასეული ფერიდან. სთხოვეთ კონსულტანტს, რომ გაჩვენოთ არა ყველა შესაძლო ფერის ვარიანტის ზოგადი კატალოგი, არამედ შეზღუდული. საღებავების ბევრ ბრენდს ყველაზე პოპულარული ფერების მოკლე პალიტრა    აქვს    – გამოიყენეთ იგი.

2. მონიტორი ვერ შეცვლის ფერთა კატალოგს

გახსოვდეთ, რომ სარეკლამო ბროშურაში ან კომპიუტერის მონიტორზე საღებავების ფერი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს რეალობას. საღებავის ფერი  მხოლოდ სპეციალური კატალოგიდან უნდა აარჩიოთ, რომელიც მოცემული საღებავით შეღებილი მასალის ნიმუშებს შეიცავს. ასეთი კატალოგები მზადდება მარაოს, ბარათების ნაკრების, ფერადი ატლასების ან კედლის სტენდების სახით.

3. არ დაგავიწყდეთ, რომ ფერის აღქმა ინდივიდუალურია.

სხვა ადამიანთან ფერის შესახებ საუბრისას აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენც იმავეზე საუბრობთ. ადამიანებს შეუძლიათ განსხვავებულად აღიქვან ერთი და იგივე ფერი. კატალოგში კოდების დახმარებით გადაამოწმეთ საუბრობთ თუ არა ერთი და იგივე ფერზე  – ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემდგომი გაუგებრობა და შეცდომები ფერის შეკვეთისას.

color

4. მოისმინეთ იმ ადამიანის აზრი, რომელიც არჩეულ ოთახში დიდ დროს გაატარებს.

ადამიანის შინაგანი შეგრძნებები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს დიზაინერებისა და არქიტექტორების რეკომენდაციებისგან. ფერთა არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენციები და მოცემული სტილის მოთხოვნები, არამედ მათი აზრიც, ვინც ამ სივრცეში იცხოვრებს. ფერის ტონალობა კომფორტული უნდა იყოს, პირველ რიგში, სახლის პატრონისთვის.

5. ფრთხილად იყავით მკაფიო ფერების არჩევისას

კატალოგიდან ფერის არჩევისას შეეცადეთ წარმოიდგინოთ, თუ როგორი იქნება ამ ფერისკედელი რეალობაში. მკაფიო ფერი მშვენივრად გამოიყურება კატალოგში, სადაც მხოლოდ პატარა ზომის ნიმუშია წარმოდგენილი, მაგრამ დიდ კედელზე შესაძლოა  არასასიამოვნო გახდეს. შეღებეთ კედლები უფრო მსუბუქ და მშვიდ ფერებში. უმჯობესია შემდგომში მკაფიო ფერის აქსესუარებით აქცენტები დაამატოთ.

6. გაითვალისწინეთ კედლის ფაქტურა

კედლები დეკორატიული ლესვით ყოველთვის ოდნავ მუქი ჩანს. ხოლო სწორი ზედაპირი ყოველთვის უფრო ნათელი ჩანს. არაერთგვაროვანი ტექსტურა თავადვე იძლევა მსუბუქ ჩრდილს, მონაცრისფრო ელფერს – აუცილებლად გახსოვდეთ ეს ფერის არჩევისას და არაერთგვაროვანი საფარისთვის უფრო ღია ტონი აირჩიეთ.

ფერები

7. „სცადეთ“ ფერი რეალურ პირობებში

აიღეთ ფერთა პალიტრა ობიექტზე, რათა ოთახში ყოფნისას შეხედოთ არჩეულ ფერს. შეუთავსეთ იგი ავეჯისა და აქსესუარების ფერს, ჩართეთ სხვადასხვა განათება და დაჩრდილეთ ფანჯრები ფარდებით. შეიძლება ადგილზე გადაიფიქროთ და არჩევანი სხვა ფერზე შეაჯეროთ.

8. სატესტო შეღებვა დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.

პროფესიონალი მშენებლები ყოველთვის აკეთებენ სატესტო შეღებვას, რათა საბოლოოდ გადაწყვიტონ, თუ რომელ ფერს აირჩევენ. შეუკვეთეთ რამდენიმე საღებავის მცირე ზომის ქილა. დაიტანეთ კედელზე იმ ოთახში, სადაც რემონტია დაგეგმილი, როგორც წესი დაახლოებით 1 კვადრატული მეტრის კვადრატებს ღებავენ.

ს

9. კედლის ღებვისას მოერიდეთ შეცდომებს

შეღებვის ხარისხი ასევე გავლენას ახდენს საბოლოო ფერზე. ტექნიკური შეცდომების თავიდან აცილება ძალიან მარტივია – ყურადღებით წაიკითხეთ საღებავის ინსტრუქცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზედაპირის მომზადებას, ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის დაცვას და საღებავის გამოყენების ტექნიკას. თავადვე შეისწავლეთ ინსტრუქცია, რათა შეძლოთ შესრულებული სამუშაოს კონტროლი.

10. საღებავის საბოლოო ფერი სრული გაშრობის შემდეგ ჩანს.

საღებავების საბოლოო ტონი მხოლოდ სრული გაშრობის შემდეგ ვლინდება. იდეალურ პირობებშიც კი, წყალში ხსნად საღებავის გაშრობას მინიმუმ 5 საათი სჭირდება. მაგრამ, სავარაუდოდ, საბოლოო შედეგის სანახავად სულ მცირე რამდენიმე დღე მოგიწევთ ლოდინი.

Posted in Uncategorized
ka_GEGeorgian