სარემონტო კომპანია

როზეტები ჩვენს სახლში

ივლისი 3, 2024

ბინის რემონტისას მნიშვნელოვანია გაკეთდეს სამუშაოების მკაფიო გეგმა.ეს აუცილებელია რათა, არ გამოგრჩეთ რაიმე დეტალი. თუ წინასწარ განსაზღვრავთ დენის წერტილებს თქვენივე ცხოვრების სცენარის გათვალისწინებით, მომავალში არ დაგჭირდებათ დამაგრძელებლები და დამატებითი კაბელი არ გააფუჭებს თქვენს ინტერიერს.ელექტროობის გეგმა კეთდება მხოლოდ ავეჯის მოწყობის გეგმის დამტკიცების შემდეგ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ელ. წერტილი სწორ ადგილას იქნება და თავს აარიდებთ სიტუაციას, სადაც მაგალითად როზეტი დივნისა ან კარადის უკან ხვდება.არსებობს როზეტის განლაგების რამდენიმე წესი. როზეტი ფანჯრებიდან და კარებიდან 15-20 სმ მანძილზე უნდა განათავსოთ . გაზისა და სითბოს მატარებლებისგან დაშორებული უნდა იყოს მინიმუმ 40 სმ. ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე საჭიროა 1 წერტილი. გარდა ამისა, სასურველია განათავსოთ რამოდენიმე როზეტი იატაკიდან
30-35 სმ სიმაღლეზე. ამ როზეტებს გამოიყენებთ მაგალითად ტორშერისთვის, მტვერსასრუტისთვის ან სხვა ტექნიკისთვის. ერთი როზეტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რობოტ
მტვერსასრუტისთვის. შესაძლოა, რომ თქვენ ის ახლა არ გქონდეთ და მომავალში შეიძინოთ. აუცილებლად ინანებთ, რომ თავის დროზე ეს დეტალი არ გაითვალისწინეთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ როზეტი ნაძვის ხისთვის. ალბათ ყველას გვაწუხებს დამაგრძელებლები, რომლებიც საახალწლო დეკორისთვისაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის სპეციალური ელ. წერტილები არ გაგვაჩნია. წინასწარ გათვლილი როზეტებით მივიღებთ კოხტად მორთულ ნაძვის ხეს, რომელსაც ზედმეტი კაბელი არ ექნება. თუ სახლში ვარჯიში გიყვართ, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ როზეტები ტრენაჟორებისთვისაც.

როზეტები მისაღებ ოთახში

როგორც უკვე იცით, ყველაზე მეტი ელ. წერტილი იმ ოთახშია საჭირო, სადაც ტელევიზორი და სხვა აუდიო-ვიდეო ტექნიკაა განთავსებული. საუკეთესო გამოსავალია ელ. პანელის განთავსება, რომელზეც რამოდენიმე როზეტი გვერდიგვერდ მდებარეობს.

ტვ

 

როზეტი ფანჯრის ღიობში

ფანჯრის ღიობში განთავსებული როზეტი უნივერსალურია და ამასთან ერთად ვიზუალურად დამალულია. აქ შეგიძლიათ დატენოთ ტელეფონი, საახალწლო დეკორი და სხვა ელექტრო ტექნიკა.

 

ფანჯარა
როზეტი სამუშაო მაგიდასთან ახლოს

სამუშაო ადგილი
აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, თუ რამდენი როზეტი დაგჭირდებათ სამუშაო ადგილთან, როგორც ახლა, ასევე მომავალში. ერთდროულად მაგალითად შეიძლება ჩართოთ ნოუთბუქი, მაგიდის სანათი, პრინტერი და დატენოთ ტელეფონი. შესაძლოა თქვენთვის იმავე ადგილას კომფორტული იყოს ინტერნეტის მოდემი.

როზეტი აბაზანაში

ადრე სააბაზანოში მხოლოდ ერთი როზეტი იყო საჭირო. დღესდღეისობით ტექნიკის ფართო არჩევანის გამო, ამ ყველაფერს მეტი კომფორტისთვის, შესაძლოა ცალკე ელექტრო წერტილი დასჭირდეს. ამ შემთხვევაშიც სჯობს,
რომ ორიენტირი ცხოვრების სტილზე აიღოთ. განსაზღვრეთ, თუ რა ელექტრო მოწყობილობებს იყენებთ, იქნება ეს საპარსი მანქანა, თმის უთო, ფენი და სხვა. ასევე, მეტი კომფორტისთვის ამ როზეტების განთავსება შეიძლება კარადის ზედაპირის ქვეშ. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ რომ ელ. წერტილები რომელიც წყალთან ახლოს არის განთავსებული, უნდა იყოს წყალგაუმტარი და ასევე სასურველია ჰქონდეს თავსახური.

Posted in Uncategorized
Call Now Button