სამზარეულოს ხშირად სახლის გულად მოიხსენიებენ. სწორად დაგეგმარებულ სამზარეულოში კერძების მზადების პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო და მარტივი ხდება. ორგანიზებული სამზარეულოს მოსაწყობად კი აუცილებელია თითოეული დეტალი წინასწარ განვსაზღვროთ. დღეს 5 სათავსოს შემოგთავაზებთ, რომელიც ფუნქციური და მომხიბვლელი სამზარეულოს მოწყობაში დაგეხმარებათ.
- გამოსაღები პანელი ქილებისა და ბოთლებისშესანახად
ვიწრო სათავსო მცირე ადგილს იკავებს, თუმცა იმდენად ტევადია, რომ მასში თავისუფლად განალაგებთ ქილებსა თუ პროდუქტებს. მეტი კომფორტისთვის სათავსოს მოწყობა სასურველია გაზქურასთან.
- ორდონიანი გამოსაღები უჯრა
მექანიზმი საკმაოდ ტევადია და სხვადასხვა სახის ჭურჭლის შენახვის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, სტანდარტულ გამოსაღებ კარადასთან შედარებით, ორდონიანი გამოსაღები უჯრა ამარტივებს ნივთებთან წვდომას, ზედმეტი მოხრის გარეშე.
- მექანიზმი ურნისთვის
სამზარეულოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველდღიურად გროვდება. ეს მექანიზმი სამზარეულოს კარადაში მარტივად მონტაჟდება და კომფორტული გამოსაყენებელია.
- კუთხის კარადის მექანიზმი
სამზარეულოს ყოველი სანტიმეტრი რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. თუ კუთხის სამზარეულო გაქვთ და გინდათ კომფორტულობითა და სიმარტივით ხასიათდებოდეს, ეს მექანიზმი აუცილებლად დაგჭირდებათ. მისი დახმარებით დიდ ჭურჭელსა და საგნებს ისე განალაგებთ, რომ ხელის ერთი მოძრაობით შეგეძლებათ სასურველი ნივთის გამოღება კუთხის კარადის სიღრმიდან, ისე, რომ არ მოგიწევთ დახრა და ზედმეტი მოძრაობების გაკეთება.
- სათავსო ჰიგიენის ნივთების შენახვისთვის
სამზარეულოს მოწყობისას ხშირად არ არის გათვალისწინებული სათავსო სახლის დასალაგებლად განკუთვნილი ნივთებისთვის. ეს მრავალდანაყოფიანი, კომპაქტური მექანიზმი ასეთი ნივთების შესანახად იდეალური საშუალებაა.