60, 30, 10 -ის წესი ინტერიერის დიზაინში არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი რესურსი ინტერიერის დიზაინერებისთვის. ეს წესი მოიცავს სივრცეში ფერის პროცენტულად განაწილებას, სადაც: 60% შეადგენს ძირითად ფერს.
მაგალითად: ქვის ფერი, რომელიც შეიძლება დავიტანოთ კედლებსა და ჭერზე.
30% შედგება სხვა ფერისგან, მაგალითად იატაკის საფარი შეიძლება იყოს მუხის ხის ფერი.
10% კი შედგება აქცენტური ფერისგან, რაც გულისხმობს ნეიტრალური ბაზის გამოყენებით სხვადასხვა ფერების დაყენებას. ეს ფერები კი ყველაზე მეტად ჭარბობს სივრცეში.
აქცენტური ფერები შეგვიძლია გამოვიყენოთ ნახატების, დეკორატიული ნაჭრების, გადასაფარებლის ან ბალიშების სახით.
ეს ჩვეულებრივ კეთდება იმისთვის ,რომ თავიდან ავიცილოთ ვიზუალური სიმკვეთრე და დავზოგოთ ბიუჯეტი. კარგი ბაზის არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის ბევრად უფრო ადვილი და ბიუჯეტურია დეკორატიული ელემენტების შეცვლა, სეზონის მიხედვით თუ რა არის ტენდენციური.
ეს არის ძალიან მარტივი სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მთლიანად შეცვალოთ სივრცის აღქმა და იერსახე, განახორციელოთ ინვესტიცია ძალიან დაბალ ფასად დროის გათვალისწინებით.