ტიხრების ამოყვანა თაბაშირ-მუყაოს ფილებით
თაბაშირ-მუყაო (გიფსო-კარდონი) ეს არის ყველაზე გავრცელებული მასალა ტიხრების ასაშენებლად. მისი პოპულარობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
- მარტივი ასაშენებელია
- ეკოლოგიურად სუფთაა
- მარტივად დამუშავებადია
- იდეალური სიმეტრია აქვს
- სატიხრე კონსტრუქციის აშენების დაბალი ღირებულება
- მექანიკურად დამუშავების საშუალება
მარტივი ასაშენებელია : ეს არის ამ მასალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებით მხარე. მისი აწყობა გამოცდილების გარეშეც შეგიძლიათ (თუმცა არ გირჩევთ) მონტაჟისთვის საჭიროა შეკრათ კარკასი მეტალის პროფილით. ამის შემდეგ პროფილზე დაამაგროთ თაბაშირ-მუყაოს ფილა. რაც მთავარია, სამუშაო სივრცეში არანაირი ხმაური და დაბინძურება ამ სამუშაოების შემდეგ არ რჩება.
ეკოლოგიურად სუფთაა: თაბაშირ-მუყაოს ფილის დამზადებისას გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა მოდიფიცირებული თაბაშირი, რომელიც იფარება სქელი მუყაოს ფილით. კარკასი – მეტალი დაცული ზედაპირით. თაბაშირ-მუყაოს ფილა აბსოლუტურად უსაფრთხოა ცხოველების და ადამიანებისთვის.
მარტივად დამუშავებადია:
თაბაშირ-მუყაოს ფილა შეგვიძლია მოვჭრათ სასურველ ზომებზე. ასევე შეგვიძლია დავამზადოთ თაღოვანი კონსტრუქციები, გადასვლები, ნიშები და დეკორატიული თაროები. ამ ყველაფრისთვის საკმარისია ქაღალდის საჭრელი დანა და ფანქარი.
ორ ფენიანი თაბაშირ-მუყაოს გამოყენების შემთხვევაში, აწყობილი კარკასი ორი მხრიდან იფარება თაბაშირ-მუყაოს ფილებით, დარჩენილი სიცარიელე იდეალური ადგილია ნებისმიერი საჭირო კომუნიკაციის გასაყვანად. ფილების შედარებითი სითხელე განაპირობებს გახვრეტის სიმარტივეს.
თაბაშირ მუყაოს ფილების უარყოფითი მხარეები:
- დაბალი გამძლეობა
- ტენის მიმართ ნაკლები მდგრადობა
- სუსტი ხმის იზოლაცია
დაბალი სტაბილურობა
თაბაშირის დაფის სტაბილურობა პირდაპირ დამოკიდებულია მის სისქეზე. ზუსტად ამ მიზეზით, ტიხრების აგებისას რეკომენდებულია 12,5 მმ სისქის ორმაგი თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენება..
სუსტი ხმის იზოლაცია
ხმის აკუსტიკური იზოლაცია ერთფენიანი თაბაშირ-მუყაოსთვის შეადგენს 44 დეციბელს. თუ ვისაუბრებთ ხმის იზოლაციის სტანდარტზე ეს არის:
შიდა ტიხრებზე 43 დეციბელი სააბაზანოში 47 დეციბელი ორ ბინას შორის 54 დეციბელი ორმაგი თაბაშირ-მუყაოს ფილის შემთხვევაში დამატებით ხმის საიზოლაციოდ რეკომენდირებულია ქვა-ბამბის გამოყენებაც. ამ შემთხვევაში ხმის იზოლაცია იქნება 56 დეციბელი, რაც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.ტენის მიმართ ნაკლები მდგრადობა თაბაშირ მუყაოს ფილის ნესტის მიმართ მდგრადობის გასაზრდელად რეკომენდირებულია შეიძინოთ ისეთი ფილები, რომლებიც გაჯერებული იქნება ჰიდროფობული ხსნარით ეს მოგცემს 60-70% ნესტის მიმართ მდგრადობას თუ დამატებით ჰიდროიზოლაციას გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში მდგრადობა გაიზრდება 100%-მდე.
ნაკლები მდგრადობა ტენიანობის მიმართ
თაბაშირის მუყაოს ფილების ტენიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია ჰიდროფობიური ხსნარით გაჯერებული ფილების შეძენა. ეს მოგცემთ 60-70% ტენიანობის მდგრადობას.