ფარული მონტაჟის კარები
რუბრიკაში Rinox გირჩევთ,დღეს განვიხილავთ ფარული მონტაჟის კარების დადებით და უარყოფით მხარეებს.
- დადებითი მხარეები
- უარყოფითი მხარეები
ფარული კარები იწარმოება ორი ვერსიით: მოსაპირკეთებელი და მოპირკეთებული. პირველი ვარიანტის კარის პანელების ზედაპირები დაგრუნტულია. ინსტალაციის შემდეგ, მათი მოხატვა, შპალერით, კრამიტით მოპირკეთება, დამუშავება სხვა მასალებით, შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით.
მოპირკეთებული უკვე გაფორმებულია სასურველი საფარით. იმისათვის, რომ კარი უხილავი იყოს, კედლის ფერი და ფაქტურა მორგებულია ამ საფარზე. თუ უხილავი ეფექტი არ არის პრიორიტეტული, კარი შეიძლება განზრახ განასხვავოთ კედლისგან. იწარმოება ისეთი სახეობაც, რომლებზეც ერთ მხარეს სარკეა დამონტაჟებული. ის ნიღბავს კარს და ვიზუალურად აფართოებს სივრცეს.
ფარული კარების ზომები მერყეობს 400 მმ-დან 900 მმ-მდე სიგანე და 1800 მმ-დან 2700 მმ-მდე სიმაღლე. შესაძლებელია კარის შეკვეთა ჭერამდე და სტანდარტული მნიშვნელობებისგან განსხვავებული ჰორიზონტალური ზომით.
დადებითი მხარეები:
- ერწყმის კედელს, რაც მნიშვნელოვანია, როდესაც ოთახში ბევრი კარია ეს ზედმეტად ტვირთავს ინტერიერის და იწვევს დიზაინში არასასურველი შედეგის მიღებას. მაშინ ზოგიერთი კარები შეგიძლიათ აქციოთ უხილავად, რაც სივრცის მონოლითურობის შეგრძნებას შექმნის;
- კარების ჩარჩოს არარსებობის გამო ჩვეულებრივ კარებთან შედარებით ნაკლებ სივრცეს მოითხოვს. ფარული კარები შეიძლება განთავსდეს იქ, სადაც ჩვეულებრივი არ ჯდება
- შესაფერისია არასტანდარტული ღიობების დასაყენებლად, მაგალითად, კიბეების ქვეშ, სხვენში დახრილი ჭერით, ვიწრო ნიშაში;
- საშუალებას გაძლევთ შექმნათ ფართო და მაღალი ღიობები, რომლებშიც ჩვეულებრივი კარი გამოიყურება ზედმეტად დიდად
- საშუალებას გაძლევთ დაფაროთ ზედაპირი სხვადასხვა საფარით, რაც არასაჭიროს ხდის კარების შერჩევას ინტერიერის ფერის შესატყვისად;
- საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ კარი კედელად. მასზე შეგიძლიათ დაკიდოთ ნახატი, საკიდი, სახატავი დაფა ბავშვებისთვის.
უარყოფითი მხარეები:
- მონტაჟის თავისებურებები. ფარული კარის კარკასი მონტაჟდება სამღებრო სამუშაოების დაწყებამდე. თუ ფარული კარის დამონტაჟება არ იყო დაგეგმილი
რემონტის დასაწყისში, შემდეგ შეუძლებელი იქნება მისი დაყენება კედლის ზედაპირის დაზიანების გარეშე. - უხილავობა მხოლოდ ერთ მხარეს. მოპირდაპირე მხრიდან კარი აშკარად ჩანს. თუმცა, ეს გარემოება შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტრასტული ინტერიერის ელემენტის შესაქმნელად;
- მაღალი ფასი – ფარული კარები კარკასით, სახელურით და ჩამკეტი მექანიზმით ღირებულება არის 1100-დან 2000- ლარამდე ამას ემატება მონტაჟის ღირებულება, რომელიც ვარირებს 100-დან 500 ლარამდე.