🏷️ რა არის მოლდინგი და რა ფუნქციას ასრულებს
🏷️ მოლდინგის ტიპები
🏷️ მოლდინგების კლასიფიკაცია დამზადების მასალის მიხედვით
🏷️ როგორ მოვრთოთ კედლები მოლდინგების დახმარებით
🏷️ რა არის მოლდინგი და რა ფუნქციას ასრულებს
კედლის მოლდინგი არის ამოწეული დასამაგრებელი დეტალი.
მოლდინგს ბევრი ფუნქცია აქვს ინტერიერის დიზაინში. მაგალითად:
- კედლის დეფექტებისგან გადააქვს ყურადღება
- ყოფს სხვადასხვა ფერის კედლის საღებავს ან სხვადასხვა ტიპის შპალერს
- ყოფს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს
- იცავს ძვირადღირებულ შპალერს,ტექსტილს ან ვენეციურ დეკორატიულ საღებავს დაზიანებისგან.
- არის სივრცის ძირითადი აქცენტი
🏷️ მოლდინგის ტიპები
- ვიწრო – სიგანე არ აღემატება 20 მმ-ს.
- განიერი – 20 სმ-მდე.
- კედლის – კედლის ზედაპირზე განთავსებისთვის.
- ჭერის – ჭერის დეკორით მორთვისთვის.
- კუთხის – კედლის ნიშნების. სივრცის კუთხეების , ფანჯრის კარკასის და კარებებისთვის
🏷️ მოლდინგების კლასიფიკაცია დამზადების მასალის მიხედვით
- ხის – ხის პლინტუსი არა მხოლოდ იატაკზე გაკვრისთვისაა ეფექტური. ნატურალური წარმომავლობა იდეალურს ხდის ამ ტიპის მასალას ისეთი სივრცეებისთვის, როგორიცაა საბავშვო ოთახი. მაღალი ესთეტიური ხარისხი, ფერების და ტექსტურების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ხის მოლდინგი ისეთ სტილებში, როგორებიცაა: მოდერნი, პროვანსი, ქანთრი, კოლონიალური.
ასეთი ტიპის მოლდინგის უარყოფითი მხარეა ნესტის მიმართ არამდგრადობა და საკმაოდ მაღალი ფასი. - თაბაშირის – თაბაშირის დეკორი ძალიან ლამაზად ჩანს კლასიკურ ინტერიერში. თაბაშირთან მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ რომ ისე ვერ იტანს ნესტს ამიტომ სამზარეულოში და აბაზანაში მისი გამოყენება არაა რეკომენდირებული, ასევე არის მარტივად გაფუჭებადი და აქვს დიდი მასა, შესაბამისად უნდა დამაგრდეს ძალიან მყარად.
- მეტალის – გაპრიალებული მეტალის მოლდინგების საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტაა ინტერიერში, დიდი ხანი გემსახურებათ ვიზუალის დაკარგვის გარეშე და იდეალურია თანამედროვე დიზაინებში გამოსაყენებლად.
- პოლიურეთანის – პოლიურეთანის ნაწარმი გამოირჩევა ელასტიურობით, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ასეთი მოლდინგები არამხოლოდ სწორ ზედაპირზე. დრეკადი მოლდინგები დგება საჭირო მდგომარეობაში. თვითონ მასალა არის მსუბუქი არ ზიანდება ტემპერატურის ცვლილებისას და დიდი ხანი ასრულებ საკუთარ ფუნქციებს.
- პლასტმასის – ყველაზე ბიუჯეტური მოლდინგი, რომელიც რეკომენდირებულია სააბაზანოსა და სამზარეულოში გამოსაყენებლად. მასალა ძალიან მსუბუქია, ეკონომიურია, შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი ფერის. უარყოფითი მხარე არის ის რომ მოლდინგის ფილებს შორის გადაბმის ადგილის დაფარვა შეუძლებელია და ვიზუალურად არცთუისე ეფექტურია.
პოლისტიროლის (პენოპლასტის) – უნივერსალური ნესტგამძლე ვარიანტი ნებისმიერი სივრცისთვის. შეიძლება ნებისმიერ ფერად შეიღებოს. მაგრამ არცთუისე გამძლეა.
🏷️ როგორ მოვრთოთ კედლები მოლდინგების დახმარებით
მოლდინგების განთავსების სქემა დამოკიდებულია იმ ვიზუალურ ეფექტზე, რისი მიღწევაც გინდათ სივრცეში.
ვერტიკალურად განთავსებული მოლდინგის ზოლები კარგია ისეთ სივრცეში, სადაც არ არის მაღალი ჭერი. მეტი სივრცის მისაღებად კი უმჯობესია ჰორიზონტალური მოლდინგის გამოყენება
კიდევ ერთი საინტერესო მეთოდია სივრცის დაყოფა ცალკეულ მონაკვეთებად, ბლოკებად, რომლებიც სიმეტრიულად იქნება განთავსებული. ჩარჩოებში შეგიძლიათ განათავსოთ განათება, ფოტოები, ნახატები, სარკეები. ასეთ შემთხვევაში სივრცე ღებულობს უფრო დიდ მოცულობას და ხდება უფრო საინტერესო. მოლდინგები შეიძლება მარტივად შევუხამოთ ნებისმიერ ფერს, კარგად აკეთებს აქცენტს დეკორატიულ საღებავსა და შპალერზე.